16 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
"ოცნებას" არანაირი სურვილი არ აქვს პროცესი თანხმობისკენ წავიდეს - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული "ეროვნული თანხმობის" მიღწევის იდეის მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი.

მისივე თქმით, ამის საფუძველს მას მმართველი გუნდის განცხადებები აძლევს. 

"გუშინდელ შეხვედრას და გზავნილებს უფრო დავარქმევდი გარკვეულ მცდელობას პრეზიდენტის მხრიდან, რომ რაღაც ნაბიჯები გადაიდგას. ჯერჯერობით, სამწუხაროდ, სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" არანაირი სურვილი არ აქვს თანხმობისკენ წავიდეს პროცესი და ამას მათი განცხადებებიც ადასტურებს. თუმცა, ჩვენ ყველამ მცდელობა არ უნდა დავაკლოთ წნეხის გაძლიერებას "ქართულ ოცნებაზე,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები