20 ნოემბერი 2024,   11:35
ვრცლად
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო.

აზომვითი და სარეგისტრაციო სამუშაოები დედოფლისწყაროს 10 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის ოლეგ თორთლაძის განცხადებით, სამუშაოები 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოსახლეობას შეუძლია სრულიად უსასყიდლოდ, საფასურის გადახდის გარეშე დაირეგისტრიროს მათ კანონიერ მფლობელობაში არსებული ფართები.

"თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, 10 ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყო მიწის სისტემური აზიმვის და რეგისტრაციის სამუშაოები. სამუშაოები 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება და სრულიად უსასყიდლოდ, საფასურის გადახდის გარეშე დაირეგისტრირონ, მათ კანონიერ მფლობელობაში არსებული ფართები. საჯარო რეესტრი პროაქტიურად უზრუნველყოფს ყველა დოკუმენტის მოძიებას და ასევე წარმართავს ადგილზე საამზომელო სამუშაოებს,"- განაცხადა ოლეგ თორთლაძემ.

პროგრამას იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

დღის ამბები