16 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
სათამაშო ბიზნესის რეგულაციები საქართველოში ძალიან მკაცრი არ არის - ფინანსთა მინისტრის განმარტება 

მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო სექტორის მიმართ რეგულაციების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, არსებული რეგულაციები არ არის იმ მასშტაბის, რაც ევროკავშირის ქვეყნებშია. 

როგორც ხუციშვილმა განმარტა, სათამაშო ბიზნესის რეგულირებასთან დაკავშირებულმა კანონპროექტმა ამოქმედების შემდეგ გარკვეული კორექტირებები შეიძლება განიცადოს იქიდან გამომდინარე, რომ შესაძლოა, ახალი გარემოებები გამოიკვეთოს, რომელიც საჭიროებდეს კიდევ მეტ რეაგირებას.

"არც საგადასახადო ტვირთი და არც რეგულაციების სიმკაცრე არ არის იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაზე მკაცრად არის საქართველოში რეგულირებული ახალი ინიციატივის ფარგლებშიც კი ეს სექტორი. პარლამენტში ვადევნებთ თვალ-ყურს, როგორ მიმდინარეობს კანონპროექტის განხილვა. გარკვეული კორექტირებები შევიდა, როგორც ვიცით მეორედ მოსმენის პერიოდში, გარკვეული კომპრომისი იქნა გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან ვადებთან მიმართებაში,"- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

დღის ამბები