28 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
SpaceX-მა კოსმოსში თურქული საკომუნიკაციო თანამგზავრი წარმატებით გაუშვა

კომპანია SpaceX-მა კოსმოსში წარმატებით გაუშვა თურქული საკომუნიკაციო თანამგზავრი "თურქსატ 5-ბე". ახალი თანამგზავრი ოპერირებას 35 წლის განმავლობაში შეძლებს.

ამ დროის განმავლობაში ის საკომუნიკაციო და კომერციულ, მათ შორის საზღვაო და საავიაციო სექტორებს სერვისს გაუწევს არა მხოლოდ თურქეთში, არამედ აფრიკის, აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

თურქეთის პრეზიდენტმა SpaceX-ის დამფუძნებელს, ილონ მასკს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში თანამშრომლობისა და საკომუნიკაციო თანამგზავრის გაშვებაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები