16 ნოემბერი 2024,   11:52
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის საკითხზე უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში პირადად არის ჩართული - ვოლოდიმირ ზელენსკი

"მიხეილ სააკაშვილის საკითხზე, უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში პირადად არის ჩართული," - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინული გამოცემის "ევროპეისკი პრავდას" ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც უკრაინის პირველი პირი ამბობს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან წერილებს იღებს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მან თხოვნით მიმართა, რომ სააკაშვილის მონახულება მის დედასა და მეუღლეს შეძლებოდა.

ზელენსკის სურვილია პროცესში ჩაერთონ უკრაინელი ექიმებიც.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება და მასში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელიც არის ჩართული.

"გულწრფელად გეტყვით, რომ მე მიხეილ სააკაშვილისგან წერილებს ვიღებ, ის კი ჩემგან ინფორმაციებს. მე ველაპარაკე საქართველოს ხელისუფლებას, ბატონი სააკაშვილის შესახებ. მე მომმართეს, რათა მისი მეუღლე და დედას შესძლებოდათ მისი მონახულება. მე დავურეკე, ვთხოვე, გულწრფელად გეუბნებით. მათ ჩვენთვის უარი არ უთქვამთ.

არის ერთი საკითხი, რაზეც თბილისთან შეთანხმება ჯერ ვერ მოვახერხეთ. მინდა, რომ ჩვენი ექიმები ჩაერთონ პროცესში, მაგრამ ამ მხრივ ჯერჯერობით შეფერხებაა. ჯერჯერობით, ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება და მასში ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელია ჩართული. დეტალების გამჟღავნება ჯერჯერობით შეუძლებელია,"- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები