16 ნოემბერი 2024,   10:35
ვრცლად
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი დაბრუნდა სამშობლოში იმ ფორმით, რომ მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩააგდო საფრთხის ქვეშ - დიმიტრი საძაგლიშვილი

დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი იმართება. დღევანდელ პროცესს ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება. ამის მიზეზად ის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

მისი უფლებადამცველის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, საზღვრის კვეთის საქმეს სამართლებრივი მხარე უბრალოდ არ გააჩნია. 

"ჩვენ გვექნება შუამდგომლობა დამატებითი მტკიცებულებების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ალბათ მოვისმენთ უკვე ბრალდების მხარის შესავალ სიტყვას, ვინაიდან დღეს არის პირველი სხდომა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. ამ საქმესთან მიმართებაში ბევრი არც არაფერი არ არსი სათქმელი, იმიტომ, რომ საქმეს სამართლებრივი მხარე არ გააჩნია. საქართველოს მე-3 პრეზიდენტი დაბრუნდა სამშობლოში და დაბრუნდა იმ ფორმით, რომ თავიდან აიცილა ყველანაირი მოსალოდნელი პროვოკაცია და ამით მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ჩააგდო საფრთხის ქვეშ,"- აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.  

დღის ამბები