16 ნოემბერი 2024,   10:28
ვრცლად
პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი ყურადღება ეკონომიკის აღდგენაზე მაქვს გადატანილი, წელს დავხურავთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით - ირაკლი ღარიბაშვილი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი ყურადღება, ეკონომიკის აღდგენაზე აქვს გადატანილი. 

პრემიერიმა ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველო ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს. 

"პანდემიამ მსოფლიო ქვეყნების ეკონომიკურ სტაბილურობაზე ძალიან ნეგატიური, უარყოფითი გავლენა იქონია; ჩვენი მთავრობა სრულად აცნობიერებს ამ გამოწვევას და საპასუხოდ არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით.

პრემიერად დანიშვნის დღიდან მთავარი ყურადღება, აქცენტი გადატანილი მაქვს, გარდა შიდა პოლიტიკური ვითარებისა თუ საგარეო პოლიტიკისა, ეკონომიკის აღდგენაზე. ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ძალიან ეფექტიანი და რაც მთავარია შედეგიანი ნაბიჯები გადავდგით ჩვენს გუნდთან ერთად და ამიტომაც, უპრეცედენტოდ სწრაფად მოვახერხეთ ეკონომიკის დროული აღდგენა, სტიმულაცია, დივერსიფიკაცია და ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა.

წინა წლების კლების შემდეგ მარტიდან ყოველთვიური ეკონომიკური ზრდა დადებით მაჩვენებელში გადავიდა, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, წელს დავხურავთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით, რაც რეგიონში კი არა, ევროპაშიც უპრეცედენტოა ირლანდიის შემდეგ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკის ზრდა, განვითარება და ეს პროგრესი აისახოს ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე. მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე, უმუშევრობა და უახლოესი კვირების განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ახალ ხედვას წარვადგენთ და ეს იქნება ჩემი მთავარი ოცნებაც, მიზანიც და იდეაც," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები