16 ნოემბერი 2024,   10:26
ვრცლად
"საზოგადოებრივი ტრანსპორტით ხშირად მოსარგებლეებისთვის იაფდება მგზავრობა" - ვინ იმგზავრებს უფასოდ ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა, "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, თუ ვის გაუიაფდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ახალი სააბონიმენტო, ულიმიტო სისტემის დანერგვის შემდეგ:

"საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ხშირ მომხმარებელს უიაფდება მგზავრობა, რადგანაც ის გრძელვადიან აბონიმენტს ყიდულობს და ყველა შემთხვევაში იაფი გამოსდის მგზავრობა. სამი ტრანსპორტის გამოცვლა ვისაც უწევს, იმათაც ცალსახად იაფი გამოსდით. მოდის სპეკულირება ამ საკითხზე, რომ ხალხს უჭირს - რა თქმა უნდა, ხალხს უჭირს, მაგრამ ისეთ ჯგუფებს, რომლებსაც გრძელვადიანი აბონიმენტის ყიდვა არ შეუძლიათ, მაგრამ ყოველდღიურად საქმიანობენ და მგზავრობენ, ფაქტობრივად ყველა ასეთი ჯგუფი მოცულია შეღავათებით," - განაცხადა ბექა დავითულიანმა. 

მისივე განმარტებით, უფასოდ იმგზავრებენ ომში მონაწილე პირები და მათი ოჯახის წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, შშმ პირები და მათი თანმხლები ადამიანები... 20 თეთრი იქნება მგზავრობის საფასური მასწავლებლებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის კი ტარიფი 10 თეთრით განისაზღვრა. შეღავათით ისარგებლებენ კვლავ სკოლის მოსწავლეებიც.

დღის ამბები