07 მაისი 2024,   12:22
ვრცლად
მსოფლიოში "ომიკრონით" დაინფიცირების შემთხვევები რეკორდულია - რა რეკომენდაციას იძლევა ენტონი ფაუჩი

"ომიკრონით" დაავადებულ ადამიანებში სხვა შტამით ინფიცირებულებთან შედარებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 50-70-%-ით ნაკლებია. ამას ახალი კვლევები ადასტურებს.

მიუხედავად ამისა, მსოფლიოში ახალი შტამით დაინფიცირების შემთხვევები რეკორდულია. მათ შორის იტალიასა და საფრანგეთში. შემთხვევების ზრდის გამო იტალიამ საახალწლო ღონისძიებები აკრძალა, ღია სივრცეში კი პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო იქნება.

გერმანიაში "ომიკრონით" გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამერიკულმა ავიაკომპანიებმა, "ომიკრონ" ვარიანტის გავრცელების გამო, 200-ზე მეტი რეისი გააუქმეს. ქვეყნის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ "მერკის" წარმოების აბები დაამტკიცა, რომელიც ინფექციის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის სამკურნალოდ იქნება განკუთვნილი.

"როცა ოჯახურ სიტუაციაში ხართ და აღნიშნავთ შობას. თქვენი ოჯახის წევრები აცრილები არიან და გაკეთებული აქვთ ბუსტერი - ეს უსაფრთხოა, თუმცა მეტი სიმშვიდისთვის დამატებითი ნაბიჯი უნდა გადადგათ და შეკრების წინა დღეს ტესტი გაიკეთოთ. ეს ძალიან განსხვავდება დიდი წვეულებისგან, რომელსაც 30 ან 50 ადამიანი ესწრება, მათი ვაქცინაციის სტატუსი კი უცნობია. აუცილებელია მოახლოებული დღესასწაულების გამო სიფრთხილის გამოჩენა," - აცხადებს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი.

დღის ამბები