16 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
განურჩევლად პირის სტატუსისა, კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს - გიორგი ვოლსკი პოროშენკოზე

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის საქმეს, რომლის მიხედვითაც, კიევის პეჩორის რაიონის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს დაკავების თანხმობა გასცა - თბილისშიც გამოეხმაურნენ.

"ქართულ ოცნებაში" უკრაინის გამოძიების ბიუროს მიერ, წარმოებული საქმის დასრულებას ელოდებიან.

გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ განურჩევლად პირის სტატუსისა, კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს.

"პოროშენკოს მიმართ გარკვეული ბრალდებებია, თუმცა არ ნიშნავს რომ ეს ბრალდებები დამტკიცებული იქნება, მაგრამ ის ჩამონათვალი, რაც პროკურატურამ წარმოადგინა, სწორედაც გარკვეული ზომების მიღებას ითვალისწინებს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

ყოფილი პრეზიდენტი ამ დროისთვის უკრაინაში არ იმყოფება. ის ვარშავაშია და სამშბლოში დაბრუნებას, სავარუდოდ, იანვრის შუა რიცხვებში გეგმავს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნაა გათვალისწინებული. უკრაინის გამოძიების ბიურომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ღალატის, ტერორიზმის დაფინანსებისა და ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების მუხლებით დაიწყო

დღის ამბები