საარჩევნო კანონმდებლობში კონკრეტდება, ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენელი. ამასთან დაკავშირებით "საარჩევნო კოდექსს" სპეციალური მუხლი ემატება, რომელიც შესაბამისს ჩამონათვალს ადგენს.
კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, გიორგი ამილახვარი, ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური და გურამ მაჭარაშვილი.
პროექტის მიხედვით, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი იმავდროულად არ შეიძლება იყოს: “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; საკრებულოს წევრი; მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე; მოსამართლე; შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი; პროკურატურის თანამდებობის პირი; საარჩევნო სუბიექტი და მისი წარმომადგენელი; საარჩევნო კომისიის წევრი; დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი; ასევე, სხვა პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენელი.
"საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის.