16 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
პრეზიდენტისგან მივიღე ისეთი ინფორმაცია, რომელიც ჩვენს მესიჯს არ ცდება, პირიქით ემთხვევა - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეუძლებელია ბოროტებასთან და დანაშაულთან შერიგება, განსაკუთრებით კი იმ მასშტაბის დანაშაულთან, რომელიც წინა ხელისუფლებისგან ახსოვს საზოგადოებას. 

ეს განცხადება ​მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და დასძინა, რომ ისეთი ინფორმაცია მიიღეს პრეზიდენტიდან, რომელიც მმართველი გუნდის შეხედულებებს კი არ სცდება, პირიქით ემთხვევა კიდეც.

"დღეს მივიღე ისეთი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტისგან, რომელიც იმ მესიჯს არ ცდება, პირიქით ემთხვევა რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ. მაგალითად, შეუძლებელია ბოროტებასთან, დანაშაულთან და ისეთი მასშტაბის დანაშაულთან შერიგება, რომელიც გვახსოვს წინა ხელისუფლებისგან. მაგრამ ადვილად წარმოსადგენია, რომ ამ ქვეყანაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ვერ იფიქროს და ვერ გაბედოს, რაღაც ისეთ ეროვნულ საკვანძო საკითხებზე შეწინააღმდეგება. რომელიც  საბოლოო ჯამში, ხანგრძლივი მუშაობის და პრეზიდენტი ამ ძალიან კარგი მცდელობის შედეგად შეიძლება გახდეს ეროვნული შეთანხმების და თანხმობის საგანი,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები