16 ნოემბერი 2024,   10:22
ვრცლად
თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - პარალელურად, ანა დოლიძე მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს

საკრებულომ თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს. სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიცია დოკუმენტის პარამეტრებს იწუნებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადასახადის ცვლილებას აპროტესტებს.

პარალელურად აქცია იმართება შენობის გარეთ. პარტია "ანა დოლიძე ხალხისთვის" აქცია-პერფორმანსს მართავს. ადგილზე ანა დოლიძესა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ანა დოლიძემ მის მხარდამჭერებთან ერთად საკრებულოში შესვლა სცადა, რისი უფლებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს.

დღის ამბები