16 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ბიუროზე სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით "ლელოს" კანონპროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო უმრავლესობის დეპუტატთა დიდი ნაწილი არ მივიდა

პარლამენტის ბიუროს სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო ვერ შედგა. სხდომა ათის ნახევარზე იყო დანიშნული თუმცა, უმრავლესობის დეპუტატთა დიდი ნაწილი ბიუროზე მიზანმიმართულად არ მივიდა.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" ალტერნატიული საკანონმდებლო პროექტი უნდა დარეგისტრირებულიყო.

"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ ეს იყო პოლიტიკური სხვლა და ოპოზიციამ პროცედურული ომი წააგო.

"ბიურო არ შედგა. მე პირადად ვხედავ პოლიტიკურ ინტერესს გარკვეული საკითხების განხილვის დაწყებისა კომიტეტში, მაგრამ ვინაიდან ასეთი რამ მოხდა, ამას თავისი პოლიტიკური შეფასება ექნება," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გია ვოლსკიმ.

დღის ამბები