18 მაისი 2024,   18:50
ვრცლად
არსებობს თეორიაა, რომ შესაძლოა "ომიკრონი" გახდეს პანდემიის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ ის მოდის ცუნამივით - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ შესაძლებელია კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" ვარიანტი გახდეს კოვიდპანდემიის დასასრული.  

როგორც გამყრელიძემ განმარტავს,მნიშვნელოვანია ეს საკითხი მარტივად არ იქნეს აღქმული. ვინაიდან  "ომიკრონმა" შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინოს ჯანდაცვის სექტორზე. 

"უკვე გამოჩნდა პირველი ნიშნები, იგივე სამხრეთ აფრიკის მრუდს თუ შეხედავთ, მრუდმა უკვე თავი ქვემოთ ჩამოწია, ანუ უკვე შეიმჩნევა კლება. სწრაფად წავიდა მაღლა და ასევე უკვე დაიწყო შემთხვევების კლების ტენდენცია. იცით, ერთ-ერთი თეორიაა, რომ შესაძლოა, "ომიკრონი" გახდეს კოვიდპანდემიის დასასრულის დასაწყისი. ვაქცინირებულებს ის შედარებით მარტივად გადააქვთ, არავაქცინირებულებშიც ჯერჯერობით მსუბუქი მიმდინარეობაა. მაგრამ მარტივად ნუ შევხედავთ. ის მოდის ცუნამივით, ძალიან დიდი რაოდენობით და დიდი ზეწოლა შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორზე," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები