16 ნოემბერი 2024,   10:20
ვრცლად
პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონპროექტზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას აზიანებს - ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი

საქართველოს პარლამენტმა უარი უნდა თქვას კანონპროექტის მიღებაზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას აზიანებს - ასე ეხმაურება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს.

დუნია მიატოვიჩი მიმართვას ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს. ის საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით და დაინტერესებულ მხარეებთან სათანადო კონსულტაციის გარეშე კანონპროექტის მიღებისაგან.

"მიღების შემთხვევაში, კანონპროექტი მხოლოდ შეასუსტებს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებელად ფუნქციონირებას,"- წერს კომისარი.

დღის ამბები