20 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
საახალწლო ღონისძიებისთვის სამზადისი ჭიათურაში

საახალწლო ღონისძიებისთვის სამზადისი მიმდინარეობს ჭიათურაში. კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო სახლები უკვე განთავსდა.

ამ ეტაპზე საბავშვო გასართობი სივრცეების და სცენის მოწყობა მიმდინარეობს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დღეს ქალაქ ჭიათურაში ტარდება გრანდიოზული ღონისძიება. სამზადისი პრაქტიკულად დასრულებულია. დღევანდელ დღეს გვეყოლება სანტა კლაუსი, რომელიც ბავშვებს გადასცემს საჩუქრებს, ასევე იქნება ძალიან ბევრი მუსიკალური ნომერი,"- განმარტავს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე.

რეგიონებში გამართული ყველა ღონისძიება კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

დღის ამბები