16 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
ახლდნენ თუ არა სააკაშვილს შეიარაღებული პირები და როდიდან ჰქონდა სუს-ს ინფორმაცია მისი საქართველოში შემოსვლის შესახებ - გრიგოლ ლილუაშვილი ექსპრეზიდენტის საქმეზე

სუსის მიმართ კრიტიკას და მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს, რომ სუსის შენობაში ღამის კლუბი უნდა გაიხსნას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა "ღამის კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში უპასუხა.

"თქვენ ელოდებით ჩემგან სერიოზულ პასუხს ამ არასერიოზულ შეთავაზებაზე? თან ამას აკეთებს ყოფილი პრეზიდენტი. მისი ეს წამონასროლი ფრაზა აბსოლუტურად გამოხატავს მის ემოციას ამ სამსახურისადმი. ვინაიდან ეს სამსახური არ მისცემს არასოდეს არცერთ დამნაშავეს, არცერთ დესტრუქტორს თავისი ქმედების განხორციელების საშუალებას და ჩვენ ამას წარმატებით ვაკეთებთ და სწორედ ეს გახლავთ მათი და კონკრეტულად ამ პიროვნების განაწყენების მთავარი საფუძველი," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქმეს და იმას თუ როდიდან ჰქონდა ინფორმაცია სუს-ს რომ ექსპრეზიდენტი საქართველოში იმყოფებოდა, გრიგოლ ლილუაშვილი ამბობს, რომ უწყებას ინფორმაცია იმ მომენტიდანვე ჰქონდა, რა დროსაც მიხეილ სააკაშვილმა არაკანონიერად გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი.

"ტარდებოდა დაკავების ოპერატიული ღონისძიება და შეირჩა სწორედ ის ადგილი და დრო, სადაც ის იმყოფებოდა მარტო და ნაკლები იყო შანსი ფიზიკური დაპირისპირებისა. მთავარი თქვენთვის არის ის თუ როდის გახდა ცნობილი თუ შედეგი, რომელიც სახეზეა? ის მარტო არასდროს იმყოფებოდა, ის გადაადგილდებოდა თანმხლებ პირებთან ერთად, რაც აყვანისას იყო მომატებული საფრთხე, მე ისიც მინდა გითხრათ რომ შსს-მ ოპერაცია ჩაატარა ძალიან მაღალ დონეზე, შეძლეს კარის გაღება გასაღებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველა დეტალი მაქსიმალურად იყო დაზღვეული სავარაუდო გართულებისგან,"- აღნიშნა გრიგოლ ლილუაშვილმა.

კითხვას მომატებული საფრთხეში იგულისხმება, თუ არა ის რომ მიხეილ სააკაშვილის თანმხლები პირები შეიარაღებულები იყვნენ, გრიგოლ ლილუაშვილი ამას არ უარყოფს:

"ამას გამოძიება დაადგენს, შეიძლება თანმხლები პირები, უშუალოდ მის მანქანაში არ ფლობდნენ შეიარაღებას, მაგრამ შეიძლება თანმხლებმა პირებმა გარკვეული დისტანციით გადაადგილება აწარმოონ, ასე რომ ეს რისკები იყო გათვლილი," - განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.

დღის ამბები