როგორი იყო უკვე თითქმის გასული წელი პოლიტიკური მიმართულებით - 2021 წელს პოლიტიკოსები აჯამებენ.
უმრავლესობა მას რთულ და გამოწვევებით სავსე წლად მიიჩნევს.
აქცენტები კეთდება პანდემიაზე, თვითმმართველობის არჩევნებზე, არაერთ რეფორმასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე.
მმართველი გუნდი პირობას დებს, რომ 2022 წელს ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ რათა ქვეყანამ დარჩენილი გამოწვევების დიდი ნაწილი დაძლიოს.