აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს თოვლჭყაპია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის ქარი, 17-22მ/წმ-ში. ტემპერატურა ღამით -1 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +10 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან რაიონებს, აქ 5 იანვარს თოვასთან ერთად ქარბუქიცაა მოსალოდნელი და ღამით ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა.
დასავლეთ საქართველოშიც, ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მათ შორის ძლიერიც. ტემპერატურა +3 დან +15 გრადუსამდე იქნება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ 5 იანვარს თოვლია მოსალოდნელი.
თბილისში 5-დან 7 იანვრის ჩათვლით ნალექი მოსალოდნელი არაა.