04 მაისი 2024,   17:32
ვრცლად
Pfizer-ი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში კოვიდვაქცინის კლინიკური ცდის შედეგებს ელოდება, მათ შორის ბუსტერ დოზების გათვალისწინებით

Pfizer-ი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში კოვიდვაქცინის კლინიკური ცდის შედეგებს ელოდება, მათ შორის ბუსტერ დოზების გათვალისწინებით. შედეგებს მარტის ბოლოსთვის ელოდებიან.

შეერთებულ შტატებში დღიური მაჩვენებელი 700 ათასს ცდება. შექმნილი ვითარების გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო გრემის დაჯილდოების ცერემონია.

ისრაელის პრეზიდენტი მსოფლიოში პირველი ლიდერი გახდა, რომელიც ვაქცინის მე-4 დოზით აიცრა. როგორც ცნობილია, ისრაელმა 60 წელს გადაცილებული პირების მე-4 დოზის კამპანია დაიწყო.

ბოლო 24 საათში ინფიცირების რეკორდული სტატისტიკა დაფიქსირდა 7 სახელმწიფოში, მათ შორის თურქეთში, ნიდერლანდებში, იტალიასა და საფრანგეთში, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა.

ინფექციის მკვეთრი ზრდის ფონზე, იტალიაში 50 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის აცრა სავალდებულო გახდა. ქვეყანაში საავადმყოფოებზე არსებული ზეწოლის შემსუბუქებას ცდილობენ.

"სავალდებულო კოვიდპასპორტების მოთხოვნა საჯარო და კერძო სერვისებით მოსარგებლეებზეც გავაფართოვეთ. გარდა სურსათის მაღაზიებისა, ბანკში, ნოტარიუსში, ფოსტაში, სოციალური დაცვის სამსახურში შესასვლელად კოვიდპასპორტები სავალდებულო იქნება," - ამბობს იტალიის სახელმწიფო ადმინისტრაციის მინისტრი რენატო ბრუნეტა.

დღის ამბები