16 ნოემბერი 2024,   09:40
ვრცლად
"პარტიიდან არავინ მიდის" - რა საკითხებს განიხილავენ ენმ-ის დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე

რამდენიმე საათი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭომდე - სააკაშვილი თუ მელია - სავარაუდოდ, დღეს გადაწყდება, ვისი გავლენა იქნება გადამწყვეტი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში.

"კურიერის" ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი პარტიულ თანამდებობებზე ცვლილებებიც იქნება და არ არის გამორიცხული ეს კობა ნაყოფიასა და ზაალ უდუმაშვილს შეეხოთ.

აღნიშნულ ინფორმაცია პარტიაში ჯერ არ ადასტურებენ. მათი განცხადებით, პოლიტსაბჭოს სხდომის შედეგ გახდება ცნობილი, თუ გადაწყვეტილებები იქნება პარტიაში მიღებული.

"არავინ პარტიიდან არ მიდის, არავის გადანაცვლება და უკან გადაწევა არ ხდება. რაც შეეხება პარტიის გადაწყობას, ამას გაიგებთ. დღეს არის პოლიტსაბჭოს სხდომა. პოლიტსაბჭოს შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გააკეთებენ განცხადებებს და ისაუბრებენ ყველა იმ საკითხზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ. 

ძალიან მკაფიოა ჩვენი პოზიცია, ერთიანობით, მეტი შემართებით, მეტი ორგანიზებულობით უნდა მოვიტანოთ ქვეყანაში სწრაფად ცვლილებები, ჩვენ როგორც მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და ჩვენ მოქალაქეებთან ერთად.

ყველაზე ეფექტურ პოლიტიკურ იარაღად რჩება - მანიფესტაციები, აქციები და პროტესტის ფორმები, რომელიც იქნება სხვადასხვანაირი," - განაცხადა პარტიის წევრმა აკაკი მინაშვილმა.

დღის ამბები