16 ნოემბერი 2024,   09:39
ვრცლად
"ვიდრე პოლიტსაბჭო არ დასრულდება, ვერანაირ საკადრო გადაადგილებას მე ვერ დავადასტურებ" - ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომა ამ წუთებში იწყება

ნაციონალური მოძრაობის" წევრები პოლიტსაბჭოს ფორმატში შეიკრიბნენ - სხდომა ამ წუთებში იწყება.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავენ პარტიის სამომავლო სტრატეგიას და მთავარი მიმართულებებს.

რაც შეეხება პარტიაში საკადრო ცვლილებებს, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ვიდრე პოლიტსაბჭო არ დასრულდება, ამ საკითხზე ვერ ისაუბრებს.

"ვიდრე პოლიტსაბჭო არ დასრულდება, ვერანაირ საკადრო გადაადგილებას მე ვერ დავადასტურებ. საუბარი იქნება შიდა პარტიულ გაძლიერებაზე, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ პარტია მომავალი ბრძოლისთვის და რა თქმა უნდა, ამის შემდეგ თუ რა გადაწვეტილება იქნება მიღებული, ამაზე პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ვისაუბრებთ," - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პარტიის წევრის, ანა წითლიძის თქმით კი, შიდასტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხებია დღის წესრიგში:

"დღის წესრიგში არის ნამდვილად საკადრო ცვლილებები. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. აქ საუბარი არ არის პიროვნებებზე, აქ საუბარია როგორ უნდა იყოს პარტია კიდევ უფრო ეფექტური. შიდასტრუქტურული გაძლიერება "ნაციონალური მოძრაობის" მე მივიჩნევ, რომ ძალიან მნიშნველოვანია რეგიონულ დონეზეც," - განაცხადა ანა წითლიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს სხდომას მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. "ქართული ოცნების" წევრის ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ენმ დესტრუქციული ძალაა.

"მათ შიდა პრობლემები გააჩნიათ, შიდა პოლიტიკური დღის წესრიგი აბსოლუტურად მოუწესრიგებელია, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. გამომდინარე აქედან, ისინი ხშირ შემთხვევაში ურთიერთწინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებენ. ხან "შავი სიები" უნდათ, ხან ეკონომიკური პროგრამა უნდათ, ხან დაუმორჩილებლობა უნდათ. მოკლედ, დესტრუქციული დღის წესრიგის მთელი ბუკეტი აქვთ ბოლო წლების განმავლობაში ფართოდ გამოტანილი საზოგადოების წინაშე," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"კურიერის" ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი პარტიულ თანამდებობებზე ცვლილებებიც იქნება და არ არის გამორიცხული ეს კობა ნაყოფიასა და ზაალ უდუმაშვილს შეეხოთ.

დღის ამბები