"კურიერის" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას განიხილავენ, პარტიაში მის ადგილს კი პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს.
როგორ "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, პარტიულ თანამდებობაზე კონკრეტული ცვლილება შეეხება ზაალ უდუმაშვილსაც.
აღნიშნულ ინფორმაციაზე პარტიის წევრები პოლიტსაბჭოს დასრულებამდე არ საუბრობენ. ამ წუთებში ენმ-ის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.