16 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ენმ კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად - მმართველი გუნდი ენმ-ში თანამდებობრივ ცვლილებებს სკეპტიკურად უყურებს

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ელიტაში ცვლილებებია. ნიკა მელია ინარჩუნებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს, რომელიც შეთავსებით თბილისის პარტიულ ორგანიზაციასაც უხელმძღვანელებს, თუმცა ის აღარ არის გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოს თავმჯდომარე.

დღეიდან ნიკა მელია პოლიტსაბჭოს რიგითი წევრია, მის ადგილს კი, კობა ნაყოფია იკავებს. პარტიის სხვა ლიდერები თვლიან, რომ ცვლილებები პარტიის მშენებლობისთვის და გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია. 

ენმ-ს შიდაპოლიტიკურ გადაადგილებებს სკეპტიკურად უყურებენ მმართველ გუნდში და აცხადებენ, რომ ცვლილებები "ნაციონალურ მოძრაობას" დიდად არ შეცვლის. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ენმ-ს ცვლილებები მათ დესტრუქციულობას არ შეცვლის. 

"მე არ მგონია, რომ დიდი მოლოდინები უნდა გააჩინოს საზოგადოებაში ამ ცვლილებებმა. ენმ კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად, მაქსიმუმ უფრო მეტად დესტრუქციული გახდეს. სხვა მოლოდინები ამ პარტიისგან არ უნდა გვქონდეს,"-აცხადეს სარჯველაძე. 

დღის ამბები