ცნობს თუ არა დამნაშავედ სასამართლო ხაზარაძე-ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში - როგორი იქნება სასამართლოს ვერდიქტი. ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ერთ საათში უნდა გამოცხადდეს.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესები უკვე თითქმის 3 წელია მიმდინარეობს. "ლელოს" დამფუძნებლებთან ერთად ბრალდებულია ავთანდილ წერეთელიც.
სასამართლოს დადგენილების გასაცნობად ამ წუთებში "ლელოს" ოფისში პარტიის წევრები და მისი მხარდამჭერები იკრიბებიან.
როგორც გუშინ პარტიის დამფუძნებლები და ყოფილი ბანკირები ამბობდნენ, ბრალდება არის აბსურდული და ის არ შეიცავს სამართლებრივ სარჩულს. მათ მოლოდინი აქვთ, რომ გამართლდებიან აღნიშნულ საქმეში, თუმცა ამავდროულად ამბობენ იმასაც, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული.
ცნობისთვის, "ლელოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.