20 ნოემბერი 2024,   13:16
ვრცლად
ინფიცირებულთა 70-80%-ს ერთ კვირაში "ომიკრონი" ექნება - ქვეყანას დღეში შესაძლოა 60 ათასი ახალი ინფიცირებული ჰყავდეს

საქართველოში ერთ კვირაში ინფიცირებულთა 70-80%-ს "ომიკრონი" ექნება, მომდევნო თვეს კი, ახალი შტამი დელტას მთლიანად ჩაანაცვლებს.

მეექვსე ტალღის პიკის სწორედ თებერვალშია მოსალოდნელი, როდესაც ქვეყანას დღეში შესაძლოა 60 ათასი ახალი ინფიცირებული ჰყავდეს.

"ომიკრონის" შემთხვევაში მნიშვნელოვნად შემცირებულია რეანიმაციისა და მართვით სუნთქვაზე გადაყვანის რისკი, თუმცა ეს ვაქცინირებულებს ეხებათ.

საქართველოში კი, არათუ ბუსტერით, ორჯერადადაც არ არის აცრილი მოზრდილი მოსახლეობის ნახევარი.

ასე, რომ ჰოსიპტალიზაციის მასშტაბების შემცირების იმედი საქართველოს არ უნდა ჰქონდეს. სპეიციალისტები ამბობენ, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა მხოლოდ ვაქცინაციაა. 

დღის ამბები