20 ნოემბერი 2024,   13:25
ვრცლად
"ახლა რიგები უნდა იყოს ვაქცინაციაზე, რადგან მესამე დოზა გარანტირებულად იცავს" - თენგიზ ცერცვაძე

50 000-ზე მეტი შემთხვევა მხოლოდ ერთ კვირაში - საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათში კორონავირუსი 9 696 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან უმეტესობა "ომიკრონის" შტამითაა ინფიცირებული.

ეპიდემიოლოგები ახალი შემთხვევების ზრდის პროპორციულად, სიკვდილიანობის რაოდენობის მატებას ელოდებიან. ბოლო დღეებში, ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. "ომიკრონის" შტამი ბავშვებშიც სწრაფად ვრცელდება. ერთადერთი გზა, რაშიც ეპიდემიოლოგები გამოსავალს ხედავენ, კორონავირუსის ვაქცინის "ბუსტერ" დოზაა.

"საქართველოს ჯანდაცვის სისტემა არის მაქსიმალურად მზად, რათა დანაკარგები იყოს მინიმალური და ავადმყოფები არ გაწვალდნენ, დროულად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიიღონ უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო დახმარება. 

ახლა რიგები უნდა იყოს ვაქცინაციაზე, რადგან ორი დოზაც, მაგრამ მესამე დოზა გარანტირებულად იცავს. ახლა მაინც ამ ტალღას შევხვდეთ ღირსეულად. ჯანდაცვის სექტორი მზადაა, ჩვენი პასუხისმგებლობაც და მოქალაქეობრივი მოვალეობაც იყოს ასევე მზად ამ ტალღისთვის და გამოვალთ მინიმალური დანაკარგებით," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები