23 მაისი 2022,   19:19
ვრცლად
თებერვალი იქნება მძიმე - ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ 2-3 კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება

"ომიკრონის" პიკის მოლოდინში - ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ დაინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა საქართველოში მომდევნო 2-3 კვირაში იქნება.

კოვიდის ახალი შტამი ქვეყანაში უკვე 90%-ით ცირკულირებს. ამ ეტაპზე, დატვირთულია საავადმყოფოების თითქმის ნახევარი. უფრო მეტად არის გაზრდილი ზეწოლა ამბულატორიული მიმართულებით.

პანდემიის განმავლობაში პირველად, გუშინ რეკორდული - 16 ათასამდე დადასტურებული ახალი შემთხვევა გამოვლინდა. არ არის გამორიცხული, ეს მაჩვენებელი დღეს კიდევ უფრო გაიზარდოს.

"არსებული ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. ამ ეტაპზე ნაწილი ინფიცირებულების მოდის "დელტა" შტამზე, ხოლო ნაწილი "ომიკრონზე." "ბუსტერი," ანუ სამჯერადი ვაქცინაცია ეფექტურია, როგორც "დელტა" შტამზე და წინამორბედ შტამებზე და ასევე, ამცირებს მძიმე მიმდინარეობის რისკებს ომიკრონის დროს," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.

"თებერვლის თვეს, ველოდებით, რომ იქნება საკმაოდ მძიმე და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურების მხრივ, ჯერჯერობით, რაიმე საიმედო პროგნოზის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია," - აცხადებს "ჯოენის" სამედიცინო ცენტრის ეპიდემილოგი მაია კაშია.

დღის ამბები