20 ნოემბერი 2024,   13:15
ვრცლად
"რომ არა ბუსტერი, ალბათ უფრო რთულად იქნებოდა საქმე..." - "ღამის კურიერის" კოვიდინფიცირებულ წამყვანს გადაცემაში ჩართვა სტუმრის ამპლუაში მოუწია

26 იანვრის "ღამის კურიერის" მთავარი თემა კორონავირუსია, მის წამყვანს კი კორონავირუსის გამო გადაცემაში ჩართვა სტუმრის ამპლუაში ონლაინ რეჟიმში მოუწია. დავით კაკულიამ კორონავირუსზე ტესტი მივლინებაში გამგზავრების წინ გაიკეთა და ის კოვიდდადებითი აღმოჩნდა, თუმცა ინფიცირების არანაირი სიმპტომი არ ჰქონია.

"არამარტო სიმპტომი, საერთოდ არაფერია, მართლა შემთხვევით გავიგე, კიევში მივფრინავდი და PCR ტესტმა რომ აჩვენა არ დავიჯერე და მეორე დღეს სახლში გამოვიძახე შესაბამისი ლაბორატორია, კიდევ ერთხელ გავიტესტე და მეორეჯერაც პასუხი რომ მომივიდა, მერე დავიჯერე, რომ ნამდვილად მაქვს კორონავირუსი. თუმცა ერთი მინდა ვუთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ არა "ბუსტერი", ალბათ უფრო რთულად იქნებოდა საქმე, მე არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ვინმეს ვაძალებდე... კი უნდა მიხვიდეთ და დაიბუსტოთ, ფაქტია, რომ "ბუსტერმა" ძალიან მაგრად იმუშავა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ჯანმრთელად ვგრძნობ თავს, არანაირი სიმპტომი არც ტკივილი, არც სიცხე, არც დაღლილობა, ყელის ტკივილი გამოვრიცხოთ აბსოლუტურად, საერთოდ არაფერი.... მე მექნებოდა ბატონ ბიძინასთან კითხვა, "ბუსტერის" დამსახურებაა, ეს როგორც მე მგონია, თუ ორგანიზმის იმუნური სისტემის, რომელსაც ნამდვილად არ ვუჩივი,"- მიმართა დავით კაკულიამ "ღამის კურიერის" სტუმარ ექიმს ბიძინა კულუმბეგოვს.

"რა თქმა უნდა დიდი წილი არის "ბუსტერის" დამსახურება, "ბუსტერთან" მიმართებაში მნიშვნელოვანი ნიუანსიც არის, ბოლო კვირებში გაჩნდა კვლევები, როდესაც ბუსტერიზებულ ადამიანს ვირუსისგან გამოჯანმრთელების  დიდი და ვირუსის გამოყოფის პოტენციალი ნაკლები აქვს. შესაბამისად მისი ასაკი ისედაც რისკის ზონა არაა, მაგრამ ვაქცინაციამ შეიტანა ლომის წილი, რომ უსიმპტომოდ არის დაავადების მიმდინარეობა," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დავით კაკულიას თქმით, მისი ოჯახის წევრებიც ბუსტერიზებულები არიან და მათ არცერთს  კორონავირუსი არ  დადასტურებია.

დღის ამბები