საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი, "ნაცონალური მოძრაობის" მიერ პარლემენტის ბოიკოტის შესაძლო შეწყვეტას ეხმაურება.
"ვიმედოვნებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შევა პარლამენტში" – განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებში იქნება, თუ მმართველი პარტია და ოპოზიცია ერთად მუშაობას კეთილსინდისიერად შეძლებენ.
"ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პარტიას და განსაკუთრებით "ნაციონალურ მოძრაობას", რომ პარლამენტში შევიდეს არჩევნების შემდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკუთარი პოზიციების, ინტერესებისა და რწმენის დასაფიქსირებლად საუკეთესო ადგილი პარლამენტია.
უნდა იქნას გამოყენებული დემოკრატიული ბერკეტი, რომლის აშენებასაც საქართველო ცდილობს. უნდა იყოს შექმნილი წარმომადგენლობითი პარლამენტი, რომელიც ქართველი ხალხის განსხვავებულ ხედვებს ასახავს. იმედი გვაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა. მივესალმებით იმ ფაქტს თუ მმართველ პარტიას და ოპოზიციას ერთად ვიხილავთ, ეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებში შედის. მოლაპარაკებები დროს მოითხოვს, მაგრამ სწორედ ასე ფუნქციონირებს პარლამენტი. საქართველოს ინტერესია ორივე მხარემ ერთად იმსჯელოს ინიციატივებზე და მათ იმპლემენტაციაზე," - განაცხადა კელი დეგნანმა.