20 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლემ Netflix-ის არგუმენტაცია არ გაიზიარა

მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს.

"იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!

მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს გასული წლის სექტემბერში უჩივლა. საქმე ეხება Netflix-ის სერიალ "​ლაზიერის გამბიტს". როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

დღის ამბები