დღეს კიდევ ერთი ხანძარი იყო ელიავას ბაზრობაზე, სადაც დაახლოებით 1 500 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. სავარაუდოდ ზარალი დიდია, რადგან ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლი გავრცელდა, ძირითადად გათბობა-გაგრილების სისტემები და სამშენებლო მასალები იყიდებოდა.
ხანძრის გამო დღეს ელიავაზე ევაკუაციაც კი გამოცხადდა. ქარის გამო დიდი იყო ცეცხლის მთელ ტერიტორიაზე გავრცელების საშიშროება, მაგრამ სტიქიის ლოკალიზება მეხანძრეებმა მალევე მოახერხეს.
ხანძრის გაჩენის ერთ-ერთი ვერსია სიგარეტის ნამწვავია, თუმცა საბოლოო დასკვნა გამოძიებამ უნდა დადოს.