26 აპრილი 2024,   19:22
ვრცლად
ომის მიჯნაზე მყოფ რუსეთ-უკრაინას შორის მედიატორის როლი ამჯერად საფრანგეთის პრეზიდენტმა მოირგო - შეძლებს თუ არა მაკრონი ევროპაში ტემპერატურის დაწევას

ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო, 2 საათიანი აუდიენციის დასრულების შემდეგ გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც საფრანგეთის პირველმა პირმა თქვა, რომ მიიღო გარანტიები ორივე მხარისგან, რომ მინსკის შეთანხმება არ დაირღვევა.

ეს საფრანგეთის ლიდერის პირველი ვიზიტი იყო უკრაინაში 24 წლის განმავლობაში. მაკრონმა და ზელენსკიმ აღნიშნეს, რომ დიალოგის გააქტიურება მნიშვნელოვანი ნაბიჯია "ნორმანდიული ფორმატის" ქვეყნების ლიდერების პოლიტიკური მრჩევლების დონეზე.

უკრაინის პირველმა პირი, იმედოვნებს, რომ 26 იანვრის პოლიტიკური მრჩევლების შეხვედრა პარიზში და მათივე შეხვედრა 10 თებერვალს ბერლინში, ქვეყანას "ნორმანდიის ოთხეულის" სამიტის ჩატარებასთან მიაახლოვებს.

რუსეთის მხრიდან დეესკალაციის იმედს გამოთქვამენ დასავლელი ლიდერები. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია ვითარების განმუხტვა. მისივე თქმით, რუსული აგრესიის შემთხვევაში ბერლინი და ვაშინგტონი, ასევე ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი კრემლის შესაკავებლად ერთობლივი მუშაობისთვის მზად არიან.

დღის ამბები