09 მაისი 2024,   02:54
ვრცლად
შვედეთმა პანდემია დასრულებულად გამოაცხადა და შეზღუდვები გააუქმა

შვედეთში, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. გადაწყვეტილება ქვეყანამ ოთხშაბათს გამოცხადა. გარდა ამისა, შეაჩერა მასობრივი ტესტირებები, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სისტემებზე ზეწოლა კვლავ მაღალი რჩებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას reuters.com ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შვედეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ ადგილებში აცრების დამადასტურებელი საშვების წარდგენის ვალდებულება გაუქმდა და შეკრებებისთვის დაწესებული წესები შემსუბუქდა.

კონკრეტულად, ოთხშაბათიდან, ბარებსა და რესტორნებს საშუალება აქვთ იმუშაონ ღამის 11 საათის შემდეგ და დაუშვან სტუმრები შეუზღუდავი რაოდენობით. ასევე გაუქმდა უფრო დიდ, შიდა დარბაზებში დასწრების ლიმიტები, ისევე როგორც ვაქცინის საშვის გამოყენება. 

”რადგან ჩვენ ვიცით ამ პანდემიის შესახებ, მე ვიტყოდი, რომ ის დასრულდა”, - განუცხადა შვედეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლენა ჰალენგრენმა Dagens Nyheter-ს.

”სწრაფი ცვლილებებისა და შეზღუდვების თვალსაზრისით, ასეა,” - დასძინა მინისტრმა და აღნიშნა, რომ COVID-19 აღარ იქნება კლასიფიცირებული, როგორც საფრთხე საზოგადოებისთვის.

დღის ამბები