27 აპრილი 2024,   15:36
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მძიმე ეკონომიკური სანქციები მზად უნდა იყოს - ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მძიმე ეკონომიკური სანქციები მზად უნდა იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვირტუალური შეხვედრა გამართა აშშ-ის, იტალიის, პოლონეთის, რუმინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ევროპის საბჭოს, ევროკომისიისა და ნატოს ლიდერებთან, რათა განეხილათ უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია. 

"ნატოს მოკავშირეებს ბორის ჯონსონმა მკაფიოდ აუხსნა, რომ მზად იყვნენ ეკონომიკური სანქციების მძიმე პაკეტის მოსამზადებლად იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიიღებს დამანგრეველ და დესტრუქციულ გადაწყვეტილებას უკრაინაში შეჭრაზე," - განაცხადა ბორის ჯონსონის სპიკერმა. 

დღის ამბები