27 აპრილი 2024,   15:17
ვრცლად
ჩვენი ქალები და კაცები დაიცავენ ჩვენს ქვეყანას, გვაქვს საკმარისი ძალები და აღჭურვილობა - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების მდივანი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსეი დანილოვი ამბობს, რომ რუსეთმა დაიწყო ომი ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში და მათ მოსაგერიებლად უკრაინა მზად არის:

"რუსეთმა დაიწყო ომი ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში და ახლა სისულელეს ამბობს, რომ სამხედრო გზით ვაპირებთ ლუგანსკის და დონეცკის ოლქების დაბრუნებას. ჩვენი ქალები და კაცები დაიცავენ ჩვენს ქვეყანას. ახლა ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები და აღჭურვილობა დამატებითი დახმარების წყალობით, რომელიც მივიღეთ ჩვენი პარტნიორებისგან,"- ამბობს ოლექსეი დანილოვი.
 
ბოლო დღეებში მზარდი ესკალაციის ფონზე, NATO აღმოსავლეთ ფლანგს აძლიერებს და კრემლს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ აგრესია მას საკმაოდ ძვირი დაუჯდება. ამასთან, ალიანსში კიდევ ერთხელ გამოთქვამენ მზადყოფნას რუსეთთან მოლაპარაკებები აწარმოონ. მოლაპარაკებებს დღეს კიდევ ერთხელ გამართავენ პუტინი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

დღის ამბები