ხაშური-სურამის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა.
ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ავტობანის შემოვლით გზაზე მოძრაობდა, ხაშური-სურამის მონაკვეთზე ხრამში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა ყველა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები ხაშურის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.