27 აპრილი 2024,   15:47
ვრცლად
რუსეთის საგარეო უწყება - ბლინკენთან საუბრისას ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის პროპაგანდისტული კამპანია კიევს პრობლემების ძალისმიერი გადაჭრისკენ უბიძგებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს სერგეი ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების მიერ დაწყებული პროპაგანდისტული კამპანია რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინის ხელისუფლებას მინსკის ხელშეკრულებების საბოტაჟისა და დონბასის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის საზიანო მცდელობისკენ ახალისებს.

"როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ვაშინგტონისა და ბრიუსელის რეაქცია უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე რუსეთსა და აშშ-ს შორის ხელშეკრულებისა და ნატოსთან შეთანხმების ჩვენს მიერ წარდგენილ პროექტებზე უგულებელყოფს ჩვენთვის ძირითად დებულებებს, პირველ რიგში ალიანსის გაფართოების და რუსეთის საზღვრებთან თავდასხმითი იარაღის სისტემების განლაგების დაუშვებლობაზე," - აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, სატელეფონო საუბარი ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა.

დღის ამბები