საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია - კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან, მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ქართული მკლავჭიდისთვის დაკისრებული ფინანსური სანქციების გადახდას ითხოვს.
საუბარია სოლიდურ ჯარიმაზე, რომელიც ფედერაციას საქართველოში მკლავჭიდის და პარა მკლავჭიდის 41-ე მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლის გამო დაეკისრა.
გარდა ამისა საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია დისკვალიფიცირებული იქნა მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის მიერ ჩატარებული ყველა ღონისძიებიდან, 4 წლის ვადით.