06 მაისი 2024,   13:36
ვრცლად
იმის გამო, რომ ყვავილები ზამთარში არ აყვავდა, ჩრდილოეთ კორეელი მებაღეები დააპატიმრეს

ჩრილოკორეელი მებაღეები შრომით ბანაკებში გაგზავნეს - მიზეზი, როგორც ბრიტანული პრესა წერს, გახდა ის, რომ მათ ვერ შეძლეს დიქტატორის მამის დაბადების დღისთვის მისივე სახელობის ყვავილები, "კიმჩენილიები" აეყვავებინათ

მოქმედი დიქტატორის, კიმ ჩენ ინის მამის დაბადების დღეს ჩრდილოეთ კორეა დღეს ზეიმობს - 16 თებერვალს ქვეყანაში "მანათობელი ვარსკვლავის დღეს" უწოდებენ. მებაღეებმა ვერ შეძლეს შეშის ისე მომარაგება, რომ ყვავილების ასაყვავებლად საჭირო ტემპერატურა შეექმნათ. მებაღეობის ხელმძღვანელი, სადაც "კიმჩენილიები" მოჰყავთ, დააკავეს და 6 თვის ვადით შრომით ბანაკში გაგზავნეს. მამაკაცის მხოლოდ გვარია ცნობილი - 50 წლამდე ჰანმა ვერ შეძლო ზამთარში ორანჟერეა საკმარის ტემპერატურამდე გაეთბო, რის გამოც მცენარეები ვერ აყვავდა. 

ჰანთან ერთად ბანაკში გაგზავნეს მისი თანამშრომელიც, სხვები კი სხვა ფორმით დასაჯეს - ერთ-ერთი მამაკაცი, გვარად კიმი ვალდებულია, ყოველ დღე წარდგეს პარტიული კომიტეტის წინაშე, აცნობოს ყვავილების მდგომარეობის შესახებ და დაწეროს თვითკრიტიკული ანგარიშები. 

კიმ ჩენ ილი ჩრდილოეთ კორეას 1994-2011 წლებში მართავდა, მისი გარდაცვალების შემდეგ მმართველობა ხელში მისმა შვილმა, კიმ ჩენ ინმა აიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები