საქართველო იხსნება - ქვეყანა წითელი ზონიდან მწვანე ზონაში გადადის. პირველი მარტიდან უქმდება თითქმის ყველა რეგულაცია, რჩება პირბადე, თუმცა შესაძლოა მალე ეს ვალდებულებაც გადაიხედოს.
დღეს ცნობილი გახდა 10 რეგულაციის შესახებ, რომელიც უკვე ერთ კვირაში გაუქმებულად გამოცხადდება. კორონავირუსის კონტროლი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი ხდება.
"ომიკრონის" მწვავე ფაზა დასრულდა. ჯანდაცვის სამინისტროს სტაბილური მდგომარეობის მოლოდინი აქვს. შესაბამისი გადაწყვეტილებებიც უკვე მიღებულია. კოვიდკლინკების რაოდენობა შემცირდება და საავადმყოფოების ნაწილი ძველ ფუნქციას დაიბრუნებენ.
ექიმები და ეპიდემიოლოგები დღეს პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოში მე-6 ტალღა უკვე დასრულებულია და მასშტაბურ გავრცელებას აღარ ელოდებიან, თუმცა მიუხედავად ამისა პანდემიის დასრულება ჯერ ადრეა და კონტროლი მუდმივად საჭირო იქნება.