"არცერთხელ, არანაირი ინციდენტი რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ არ ყოფილა, თუმცა, ყოველთვის იყო შეძახილები "პუტინ ხუილო", მაგალითად, რითაც პირდაპირ იკვეთება, რომ პროტესტი არის არა რუსი მორაგბეების წინააღმდეგ, არამედ რუსული პოლიტიკის და იმპერიული ზრახვების წინააღმდეგ. ზუსტად იგივე იგეგმება ამჯერადაც, უბრალოდ კონტექსტი არის უკრაინა და საქართველოსთან ერთად უკრაინის დროშების აფრიალებაც არის გეგმაში. არც ერთხელ ჩვენგან ნასროლი კენჭიც კი არ ყოფილა არავის მიმართ და მით უმეტეს არ ვაპირებთ რუს მორაგბეებს რაიმე ზიანი მივაყენოთ,"-აცხადებს მაქარაშვილი.
ბრალდებებს გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი ნონიაშვილიც და აღნიშნა, რომ დროშების ფრიალი პროვოკაცია არ არის.
"ვთავაზობთ, რომ ყველამ ერთად მატჩზე ავაფრიალოთ საქართველოსა და უკრაინის დროშები, განსაკუთრებით, რუსეთის ჰიმნის დროს. ადამიანი, რომელიც პროვოკაციას უწოდებს საკუთარ ქვეყანაში საკუთარი დროშის დაჭერას და ფრიალს, მით უმეტეს, სპორტულ ღონისძიებაზე და ამავდროულად საკუთარი მოძმე ქვეყნის მიმართ სოლიდარობის გამოცხადებას ვინც პროვოკაციას უწოდებს, არანაირი კავშირი არ აქვს არც ადამიანობასთან, არც ქართველობასთან," - აცხადებს ნონიაშვილი.