08 მაისი 2024,   17:51
ვრცლად
პუტინი ახალ ბრძანებებს გასცემს: "გიბრძანებთ გადაიყვანოთ რუსული ჯარი შეკავების რეჟიმიდან სამხედრო მორიგეობის სპეციალურ რეჟიმზე"

პუტინი ახალ ბრძანებებს გასცემს - რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა და უბრძანა, რუსული ჯარი სამხედრო მორიგეობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდეს.

"ძვირფასო კოლეგებო, თქვენ ხედავთ, რომ დასავლური ქვეყნები ახორციელებენ არა მხოლოდ არამეგობრულ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მისამართით ეკონომიკურ სფეროში, ვგულისხმობ იმ არალეგიტიმურ სანქციებს, რომლის თაობაზეც ყველასათვის კარგადაა ცნობილი, არამედ NATO-ს წევრი სახელმწიფოების უმაღლესი თანამდებობის პირები ჩვენი ქვეყნის მისამართით უშვებენ აგრესიულ გამონათქვამებსაც.

ამიტომ, თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს გიბრძანებთ: გადაიყვანოთ რუსული ჯარი შეკავების რეჟიმიდან სამხედრო მორიგეობის სპეციალურ რეჟიმზე," - აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 

დღის ამბები