02 მაისი 2024,   07:41
ვრცლად
"მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთი კიდევ უფრო უარესი იარაღის გამოყენებას შეეცდება" - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბრიტანეთი ამზადებს რუსი ოლიგარქების სიას სანქციების დაწესებისთვის. ლიზ ტრასმა ხაზი გაუსვა უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის უნარს და აღნიშნა, რომ მზად უნდა იყვნენ კიდევ უფრო ინტენსიური შეტევებისთვის.

"ეს შეიძლება იყოს დასასრულის დასაწყისი პუტინისთვის და ვშიშობ, რომ მას გადაწყვეტილი აქვს გამოიყენოს ყველაზე არასახარბიელო საშუალებები ამ ომში.

ეს კონფლიქტი შეიძლება იყოს ძალიან, ძალიან სისხლიანი და ჩვენ უკვე ვნახეთ მშვიდობიანი მოქალაქეები რუსეთის მთავრობის სამიზნედ ამოღებული.

მოვუწოდებ რუსებს, არ გაამძაფრონ ეს კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთი კიდევ უფრო უარესი იარაღის გამოყენებას შეეცდება. ვფიქრობ, ეს ძალიან დამღუპველი იქნება. ეს ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის სამუშაო, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ რუსული სამხედრო კომპლექსის დეგრადაციისთვის. ჩვენ ვწყვეტთ ტექნოლოგიების ექსპორტს რუსეთში.

ჩვენ ვაჩერებთ ამ სამხედრო კომპანიების შესაძლებლობას, იშოვონ ფული საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ვწყვეტთ სვიფტის სისტემას რუსეთისგან, რომ ვეღარ დააფინანსონ ეს საბრძოლო მანქანა," - აცხადებს ლიზ ტრასი.

 
 
დღის ამბები