28 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
ნატოს საგანგებო მინისტერიალი ბრიუსელში - კიდევ რა ნაბიჯებს გადადგამს დასავლეთი რუსეთის შესაჩერებლად

რუსეთის იერიში ატომურ ელექტროსადგურზე დასავლეთისთვის მორიგი სახიფათო სიგნალია. ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები სასწრაფო რეაგირებას ითხოვენ. ალიანსის საგანგებო მინისტერიალი ამ წუთებშიც გრძელდება. დიპლომატები მსჯელობენ, თუ რა შემხვედრი ნაბიჯები გადადგან კრემლის აგრესიის პასუხად. საუბარია იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ეს ომი პერსპექტივაში, მსოფლიოს უსაფრთხოებასა და თავად ნატოზე. ამ კუთხით მინისტრებმა დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ აუცილებელია გაძლიერდეს თანამშრომლობა მოლდოვასა და საქართველოსთან.

ნატოს წევრი ქვეყნების გარდა საგანგებო შეხვედრაში მონაწილეობენ ევროკავშირის მაღალჩინოსნებიც. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი შექმნილ სიტუაციას ევროპის ისტორიაში ყველაზე კრიტიკული მომენტს უწოდებს და ერთიანობაზე და სწრაფ რეაგირებაზე ამახვილებს ყურადღებას:

"ვხედავთ რომ საზღვრებთან ფართომასშტაბიანი ბრძოლაა. ეს არის ყოვლად გაუმართლებელი ომი. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე იყენებს ჟენევის კონვენციით აკრძალულ იარაღს. ჩვენ ამაზე ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენ ევროკავშირი ვართ, ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ უპრეცენდენტო სანქციები დავაწესეთ, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას. აღფრთოვანებული ვართ უკრაინელი ხალხის სიმამაცით. ყველა მექანიზმი უნდა ავამუშაოთ, რომ კონფლიქტში სიტუაციის შეფასება ადგილზე შევძლოთ ჩვენი მისიის დახმარებით. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი. ეს არის ევროპის ისტორიაში ყველაზე კრიტიკული მომენტი. ამიტომ ამ სიტუაციაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ ერთობლივად და სწრაფად, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ლუქსერბუგის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯან ასელბორნი ამბობს, რომ უკრაინასთან ერთად ყურადღება უნდა გამახვილდეს რუსეთის სხვა მეზობლებზეც, კერძოდ მოლდოვასა და საქართველოზე.

"მნიშვნელოვანია, რუსეთს მკაფიოდ ვუთხრათ, რომ როცა ნატოს პარტნიორებს აღმოსავლეთ ფლანგზე ვიცავთ, ეს არ არის ჩვენი მხრიდან ომი. ჩვენ უნდა დავიცათ ის ქვეყნებიც, რომლებიც ნატოს წევრი არ არიან მაგრამ ევროკავშირში არიან . უნდა დავიცვათ შვედეთი და ფინეთი . თუმცა ასეთ დროს ძალიან უნდა გავამახვილოთ ყურადღება მოლდოვასა და საქართველოზეც . ყველა ომს მოსდევს მშვიდობა ამიტომ მკაფიოდ უნდა განვსაზღვღოთ,უნდა ვიყოთ თუ არა რადიკალურები," - აღნიშნა ჯან ასელბორნმა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ მიიჩნევს, რომ ნატომ შესაბამისი პასუხი უნდა გასცეს რუსეთის აგრესიას:

"დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ძალიან დროულია, მათ შორის როგორც ერთი კვირის წინ გამართული ნატოს სამიტის გაგრძელება. რუმინეთისთვის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ის პასუხი, რომელიც ნატომ უნდა გასცეს რუსეთის აგრესიას საფრთხის შეკავებისა და თავდაცვის პოზიციის თანმიმდევრული კონსოლიდაციის თვალსაზრისით. მე ასევე ვთხოვ ჩემს კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადონ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით მოლდოვასა და საქართველოს," - განაცხადა ბოგდან აურესკუმ.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი  ტომაშ პეტრშიჩეკი აცხადებს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინას, თუმცა ალიანსი არ უნდა იყოს ჩართულ კონფლიქტში, სწორედ ამიტომ არ განიხილება არც ცის დახურვა:

"ძალიან სერიოზული სიტუაციაა, შოკირებული ვარ რუსული სამხედრო ოპერაციებით უკრაინაში და იმ გზებით თუ როგორ დაესხნენ ატომურ ელექტროსადგურს თავს, ჩვენ ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ .უნდა გავაძლიეროთ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგი. საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ნატო არ უნდა იყო ჩართული ამ კონფლიქტში, რადგან ალიანსი არის თავდაცვითი. ჩეხეთი იარაღს აძლევს უკრაინას, მაგრამ ცის დახურვა არ განიხილება. დროის საკითხია რომ ეს ბარბაროსული თავდასხმა აღიკვეთოს," - აღნიშნა ტომაშ პეტრშიჩეკმა.

დღის ამბები