04 მაისი 2024,   16:51
ვრცლად
ჩვენ არ გვაქვს ცუდი ზრახვები მეზობლების მიმართ - ვლადიმერ პუტინი 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთსა და მსოფლიოს ლიდერებს ურჩევს, შეზღუდვები არ დააწესონ. ის ასევე ხსნის, თუ რითია განპირობებული რუსეთის ყველა ქმედება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

"ჩვენ არ გვაქვს ცუდი ზრახვები მეზობლების მიმართ. ვურჩევდი, არ გააღვივონ სიტუაცია და არ დააწესონ შეზღუდვები, ჩვენ ვასრულებთ ყველა ვალდებულებას და გავაგრძელებთ მათ შესრულებას.

ჩვენ ვერ ვხედავთ სიტუაციის ესკალაციის ან ჩვენი ურთიერთობების გაუარესების აუცილებლობას. ყველა ჩვენი ქმედება და საპასუხო ნაბიჯი წარმოიქმნება ექსკლუზიურად, რომელსაც საფუძვლად ედება რუსეთის წინააღმდეგ გამოვლენილი, მოულოდნელი არამეგობრული ქმედებები.

მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება და ითანამშრომლოს ნორმალურად,"- აცხადებს ვლადიმერ პუტინი. 

 

დღის ამბები