18 ოქტომბერი 2024,   09:22
ვრცლად
ძალიან რთული პერიოდია ევროპის სტაბილურობისათვის, რომელიც სასწორზე ჰკიდია რუსეთის ნაბიჯების გამო უკრაინის მიმართ - ენტონი ბლინკენი

ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ახლა ევროპის სტაბილურობისთვის, რომელიც სასწორზე კიდია, ძალიან რთული პერიოდია და უკრაინაში მიმდინარე ვითარება კიდევ უფრო მძიმდება. ენტონი ბლინკენის თქმით, რუსეთი საშინელ მეთოდებს იყენებს, ისეთებს, რომლებიც მან სირიასა და ჩეჩნეთში გამოიყენა.

"ჩვენ ვართ ბრიუსელში. ძალიან რთული პერიოდია ევროპის სტაბილურობისათვის, რომელიც სასწორზე ჰკიდია. საერთაშორისო წესრიგისთვის უმთავრესია, რომ შეინარჩუნოს უსაფრთხოება და თავისუფლება და ეს ყველაფერი არის გამოცდის წინაშე რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო უკრაინის მიმართ.

კრემლის თავდასხმები იწვევს უფრო და უფრო მეტ მსხვერპლს, ასობით თუ ათასობით უკრაინელი იხოცება ომში, მილიონზე მეტი დევნილი ტოვებს ქვეყანას და ეძებს თავშესაფარს მეზობელ ქვეყნებში. სიტუაცია უფრო და უფრო მძიმდება. რუსეთი ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

მაგალითად, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე არ მიეწოდება ელექტროენერგია, არც სასმელი წყალი. მათ არ აქვთ შესაბამისი მარაგი საკვებისა და პირველადი მოხმარების ნივთებისა.

შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი საშინელ მეთოდებს იყენებს, რომელიც მან გამოიყენა სირიაში და ჩეჩნეთში. რუსეთის თავდასხმა ასევე მიმართულია ბირთვული ინფრასტრუქტურის მიმართ, რაც მსოფლიოს ემუქრება კატასტროფით და ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვმართავთ კონსულტაციებს. უკრაინელი ხალხი და მთავრობა აჩვენებს ენით აღუწერელ სიმამაცეს, ისინი იცავენ საკუთარ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და იცავენ ერთმანეთს," - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

დღის ამბები