18 ოქტომბერი 2024,   12:31
ვრცლად
"სამწუხაროა, რომ "მგზავრებმა" ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს" - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

"სამწუხაროა, რომ "მგზავრებმა" ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს", - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

მათივე ცნობით, ჯგუფი "მგზავრების" კონცერტის გაუქმების მიუხედავად, 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე კონცერტი მაინც შედგება.

"20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ყველას ზღვისუბნის პარკში, სადაც კონცერტი და დაუვიწყარი საღამო გელოდებათ.

მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად იქცევა.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ "მგზავრების" კონცერტი არ შედგება.

სამწუხაროა, რომ "მგზავრებმა" ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს.

ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ", - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ჯგუფმა "მგზავრებმა" 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკში დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა და ამის შესახებ განცხადება გაავრცელა.

დღის ამბები