18 ოქტომბერი 2024,   09:23
ვრცლად
"დღეს ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას, როდესაც უარი თქვა უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნაზე" - ზელენსკის მიმართვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ მიმართა და არასაფრენი ზონის გამოუცხადებლობის გამო ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მწვავედ გააკრიტიკა.

ომში მყოფი უკრაინის ლიდერის გამოსვლის მთავარ გზავნილებს უკრაინული მედია ავრცელებს:

 ადამიანები, რომლებიც დღეიდან დაიღუპებიან, თქვენს გამო დაიღუპებიან - მიმართა ნატოს ალიანსს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

- ყველაფერი, რაც ალიანსმა აქამდე გააკეთა - ეს არის 5 ტონა საწვავის მოწოდება უკრაინისთვის. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ შევძლოთ ბუდაპეშტის მემორანდუმის დაწვა, თუმცა ის ჩვენთვის უკვე დაიწვა რუსი სამხედროების ცეცხლით.

- დღეს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო უკრაინის ქალაქებისა და სოფლების დაბომბვას, როდესაც უარი თქვა უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის შექმნაზე.

- ჩვენგან თქვენ, ნატო, ვერ გამოისყიდით თავს ლიტრობით საწვავითა და ლიტრობით ჩვენი სისხლით, რომელიც ჩვენი საერთო ევროპისთვის, ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის, ჩვენი საერთო მომავლისთვის დაიღვარა. 

დღის ამბები